Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ზოგჯერ რა უაზრობებზე ვნერვიულობთ...“ - თიკა ფაცაციას ემოციური აღიარება

© Instagram / tikapatsatsiaთიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად
თიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
პოპულარული ტელეწამყვანი ყველას უყვარს. თავად პოზიტიურსა და ხალისიანს, მისი ირგვლივ მყოფებიც ასეთი ჰყავს

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ჰკითხა, რა აკლიათ ცხოვრებაში მატერიალური შესაძლებლობების გარდა და არაერთვვაროვანი პასუხები მიიღო. ტელეწამყვანს სწერენ, რომ ზოგიერთს ემიგრანტობის გამო შვილებთან ურთიერთობა, ზოგს - მამა, ხალისი, მეგობრების ნახვა, გართობა, ღიმილი და ნამდვილი მეგობრები აკლიათ. ამ პასუხებმა ფაცაცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან რა არის ცხოვრებაში მათთვის მნიშვნელოვანი და უაზრობებზე ნერვიულობენ.

თიკა ფაცაცია აქტუალობას არ კარგავს. არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

ყველა ახალი ამბავი
0