საქართველოს პარლამენტში ფრაქციების ალტერნატივა გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დეპუტატებს ფრაქციების ალტერნატივის სახით პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება ექნებათ.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტში ფრაქციის შექმნა 7 დეპუტატს შეუძლია. მაგრამ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა სიმცირის გამო დღეისათვის ოპოზიციამ მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა მოახერხა. დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატები დამოუკიდებელ დეპუტატებად მიიჩნევიან.

დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
საქართველოს პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნას

ცვლილებების მიხედვით, ახლა პარლამენტში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ჯგუფების ფორმირება ფრაქციების წესებით.

თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფში მინიმუმ 4 ადამიანი უნდა იყოს. ამასთან პოლიტიკური ჯგუფები ისარგებლებენ იმავე უფლებებით, როგორც ფრაქციები, გარდა კონსტიტუციაში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამასთან, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ექნებათ ბიუროზე დასწრების უფლება და ფრაქციებისთვის გათვალისწინებული ყველა სხვა უფლება, გარდა მოადგილის ყოლის.

გარდა ამისა, ერთი ბლოკის წარმომადგენლები მეორე ბლოკის ფრაქციაში შესვლის უფლებას მიიღებენ, რაც პარლამენტის რეგლამენტით აკრძალული იყო.

ყველა ახალი ამბავი
0