მცხეთაში „პომპეუსის ხიდი“ გამოჩნდა: ექსპერტები ძეგლის მდგომარეობას შეისწავლიან

© photo: courtesy of Ministry of Culture and Sports of Georgiaპომპეუსის ხიდი
პომპეუსის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
„პომპეუსის ხიდი“ 1926 წელს დაიფარა წყლით, მას შემდეგ, რაც ზაჰესის ელექტროსადგურის ჯებირები აიგო. ხიდი მხოლოდ მაშინ ჩნდება ხოლმე, როდესაც მტკვრის დონე მინიმუმამდე იკლებს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მცხეთაში „პომპეუსის ხიდის“ მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან მისი კონსერვაციის მიზნით, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პომპეუსის ხიდი“, რომელსაც „მოგვთა ხიდსაც“ უწოდებენ, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და მტკვრის წლითაა დაფარული. ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

„პომპეუსის ხიდი“ დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა,  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა და არქიტექტორ-რესტავრატორებმა მოინახულეს.

„მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, რომ ამ ადგილზე მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რათა გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია“, — აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელმაც სამინისტროს შუამდგომლობის შემდეგ რამდენიმე დღეში მიიღო გადაწყვეტილება წყლის დაცლის შესახებ, რის შედეგადაც გამოჩნდა „პომპეუსის ხიდი“, თავისი სხვადასხვა შრეებით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
თეა წულუკიანმა სამინისტროს შენობაში გადატანილი ექსპონატები მუზეუმებს დაუბრუნა

„გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე პერიოდი იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას. მაგალითად, ამ ძეგლს მოშორდეს მცენარეები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავისი ფესვებით აზიანებენ ქვას და ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება. რასაკვირველია, ეს პერიოდი არ იქნება საკმარისი სრულფასოვანი კვლევისათვის, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი“, — განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის განცხადებით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან", რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადარჩეს და მომავალში შეძლებისდაგვარად მოხდეს საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებაც.

უძველეს წყაროებში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი „პომპეუსის ხიდად“ მოიხსენიება, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის რომაელ სარდლამდე ბევრად ადრეც არსებობდა და რეალურად პომპეუსთან არაფერი აქვს საერთო.

ყველა ახალი ამბავი
0