ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება: სახელდება ივნისის ავიარეისები

© photo : press-service of the Government of Georgiaბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის ბათუმის აეროპორტი ავიარეისებს იღებს ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება და ივნისში კიდევ რამდენიმე მიმართულება ემატება, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებენ ავიაკომპანიები:

  • LOT Polish Airlines ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით;
  • Ukraine International Airlines კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით;
  • Fly Dubai დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით;
  • Air Arabia შარჟა-ბათუმი-შარჟის მიმართულებით.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
 ნათია თურნავა: უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის გახსნილი საქართველოს საზღვარი

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან.

გარდა ამისა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიშინიოვიდან მრავალჯერადი ჩარტერული რეისები დაიწყება. ავიარეისები 1 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0