COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.056-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 341.894-ს მიაღწია.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.056 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 569 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 103, აჭარა – 102, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 84, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 40, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 16, გურია – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
COVID-19 საქართველოში – 28 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 324.426-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.727-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.715 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.937 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.110, აჭარაში – 399, იმერეთში – 536.

913 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 16, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 675 ადამიანი, მათ შორის 353 – თბილისში, 282 – აჭარაში. 8.103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 11.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22.733 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14.553 პირი, აჭარაში – 2.197, იმერეთში – 1.527.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.056-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 341.894-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0