თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისში, ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის დიდ ნაწილს ტექნიკური სამუშაოების გამო ერთი დღე-ღამით წლის მიწოდება შეეზღუდებათ, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power-ის განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის ღრმაღელე–სამგორის წყალგამტარ გვირაბში ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი. კერძოდ, მოეწყობა დამატებითი ტუმბო-აგრეგატი. ასევე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვისთვის შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. აღნიშნული წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც თბილისში 40 ათასზე მეტ აბონენტს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
„ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 28 მაისს 11:00 საათიდან 29 მაისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გარკვეულ უბნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:
ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის პირველ გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის პირველ დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძისა და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში – ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთისა და მიმდებარე ქუჩებს; ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის ქუჩასა და შესახვევებს, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩასა და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვისა და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში – მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძისა და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.