საქართველო და თურქეთი ორგანოების გადანერგვის სფეროში ითანამშრომლებენ

© photo: Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs / FBმემორანდუმის გაფორმება
მემორანდუმის გაფორმება - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური და საინჟინრო ბაზით უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ინფექციურ საავადმყოფოში ისრაელში შექმნილ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატს გამოიყენებენ

„ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია. სწრაფად ვითარდება ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სერვისები. თუმცა, ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. დღევანდელი შეხვედრა და მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თურქეთის ტრანსპლანტოლოგთა საზოგაოდებასთან და ინიციატივა, რომელიც შესრულდება თურქეთის ტექნიკური კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით, მიმართულია ქართველი სპეციალისტების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ, ტრენინგების ჩატარებისა და, ზოგადად, ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

მემორანდუმი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა.

საქართველოში ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2013 წელს გაკეთდა. 20-საათიანი ოპერაცია ბათუმში ჩატარდა. მას შემდეგ ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია წარმატებით სრულდება. პაციენტებს, რომლებსაც მანამდე ოპერაციის გასაკეთებლად უცხოეთში გამგზავრება უწევდათ, შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აჭარის კლინიკებში მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0