საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდის სატესტო ვერსია ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
განახლებული ვებგვერდი გახდა გაცილებით უფრო ინტერაქტიური, ინფორმატიული და მოქნილი, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტს ახალი ვებგვერდი აქვს - მისი პრეზენტაცია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გამართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, განახლებული ვებგვერდი გაზრდის მოქალაქეთა მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. პროექტზე მუშაობა ორ წელიწადს გაგრძელდა და ერთი თვის განმავლობაში საიტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

კომპიუტერული სერვერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სანამ ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იმუშავებს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ვებგვერდზე ხარვეზებისა ან შენიშვნების არსებობის შემთხვევაში აცნობონ მათ შესახებ, რადგან უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ხარვეზების გამოსასწორებლად. მნიშვნელოვანია, რომ ერთ თვეში, როდესაც ვებგვერდი სატესტო რეჟიმიდან ჩვეულებრივში გადავა, ის სრულყოფილი იყოს, აღნიშნა კუჭავამ.

მისი თქმით, განახლებული საიტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს -  გახდა გაცილებით უფრო ინტერაქტიური, ინფორმატიული და მოქნილი.

კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ ვებგვერდი ადაპტირებული და მორგებულია უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებაზე. გარდა ამისა, ვებგვერდზე გაჩნდა ჩათი, სადაც მოქალაქეთა შეკითხვებს ონლაინ-რეჟიმში ოპერატორები უპასუხებენ.

განახლებული ვებგვერდის დადებით მხარეებს ასევე წარმოადგენს დაჩქარებული საძიებო სისტემა, რომლის დახმარებით საჭირო კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება უფრო მოსახერხებელი გახდება. საიტზე ასევე საპარლამენტო ტერმინების ლექსიკონი გაჩნდა. მთავარ გვერდზევე მოცემულია ინფორმაცია დეპუტატების რაოდენობის, სხდომათა დარბაზში მათ მიერ დაკავებული ადგილი და გენდერული კუთვნილება.

ახალი ვებგვერდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID/GGI) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდს გაუაქტიურდა ორი ახალი დომენი: www.parlamenti.ge და ქართული დომენი – პარლამენტი.გე (მათთვის, ვინც ინგლისურ ენას არ ფლობს).

ყველა ახალი ამბავი
0