„4 თვე აწყობდა...“ – გუგა კუზანოვმა მიკროავტობუსი სახლად გადააკეთა – ვიდეო

© photo: Guga Kuzanov / Youtubeგუგა კუზანოვის პანდემობილი
გუგა კუზანოვის პანდემობილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა გუგა კუზანოვმა ჩვეულებრივი მიკროავტობუსი „პანდემობილად“ გადააკეთა და „სახლი ბორბლებზე“ ააწყო.

ვიდეო სოციალურ ქსელში კუზანოვის მეუღლემ, ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „პანდემობილის“ აწყობას მისმა ქმარმა ოთხი თვე მოანდომა.

როგორც თავად გუგა ვიდეოს აღწერაში წერს, იდეა, რომ შეექმნა მსგავსი ავტომობილი, რომელშიც იქნებოდა ყველანაირი კომფორტი, წლების მანძილზე ჰქონდა და სულ რაღაც ერთი წლის წინ შეძლო და შექმნა „სახლი მანქანაში“, ანუ Home in car.

„აქ არის ყველანაირი კომფორტი, რაც არის ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში“, – წერს გუგა კუზანოვი.

ყველა ახალი ამბავი
0