საქართველო ხვალ დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს: ქვეყანა აღლუმისთვის ემზადება

გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალები დამოკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმისთვის ემზადება, რომელიც 26 მაისს გაიმართება ქვეყნის მთავარ მოედანზე. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო გენერალური რეპეტიციიდან

მიუხედავად იმისა, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პომპეზურად არ აღინიშნება, გარკვეული ღონისძიებები მაინც გაიმართება. მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა პროგრამა. 

ტრადიციულად ჩატარდება შეიარაღებული ძალების აღლუმიც, რომლისთვის სამზადისიც ამ წუთებში მიმდინარეობს თავისუფლების მოედანზე.

საქართველო ეროვნულ დღესასწაულს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს. 1918 წლის სწორედ ამ დღეს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა რესპუბლიკამ ორწელიწადნახევარი იარსება.

ყველა ახალი ამბავი
0