პროტესტის ტალღა საქართველოში: „ნამხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრი გადაკეტეს

გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა სამშაბათს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მასობრივი მსვლელობები გამართეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ხვალიდან რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და იქ განაგრძონ საკუთარი მოთხოვნებისთვის ბრძოლა. მანამდე ისინი რეგულარულად მართავდნენ მსვლელობებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.

ოთხშაბათს, 26 მაისს აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან 16:00 საათზე, რის შემდეგაც ავტოკოლონით გაემართებიან ნამახვანში და განაგრძობენ კომპანია ENKA-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დაბრკოლებას.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე 211 დღეა გრძელდება. კვირას თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას რეგიონებიდან შემოუერთდნენ. მათ მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს, რომლებიც ხელისუფლებას 24 ივნისამდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქალაქის პარალიზებით იმუქრებოდნენ. ასეც მოიქცნენ: ორშაბათს აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს.

ხელისუფლებამ ულტიმატუმის ენით საუბარს მიუღებელი უწოდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0