საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია: რა იქნება შემდეგ

© photo: Sputnik / Stringerსაპარლამენტო სხდომა
საპარლამენტო სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
ცვლილებების მიღების პროცესის გასაგრძელებლად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს უნდა დაელოდოს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა.

რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით დეპუტატები კენჭს უყრიან ცვლილებების პრინციპებს, ხოლო ძირითადი სარედაქციო შესწორებები საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენისთვის შევა.

პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული კანონპროექტი მოიცავს ყველა დონეზე საარჩევნო კომისიების ფორმირების წესებს, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაჭრას, საქართველოში არჩევნების ახალ სახეობას და რაიონული სათათბირო ორგანოს - საკრებულოს ფორმირების ახალ პრინციპს.

რა შეიცვალა კანონპროექტში

პროექტი არ ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის და პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს ხუთი წევრის გადადგომას.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
საქართველოს საარჩევნო სისტემა: რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია

მაგრამ თავად ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 კაცამდე გაიზრდება, საიდანაც ცხრა იქნება პარტიების წარმომადგენელი, ხოლო რვას პარლამენტი დანიშნავს. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.

თანამდებობაზე დასანიშნად ცესკოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა პარლამენტში მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატურა ოპოზიციამაც უნდა მოიწონოს.

ანალოგიური პრინციპით – 17 11-ის ნაცვლად – დაკომპლექტდება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. საოლქო კომისიის თითოეული დამოუკიდებელი წევრის არჩევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა არა ნახევრის, არამედ ორი მესამედის თანხმობას მოითხოვს. ანალოგიურად დააკომპლექტებენ საოლქო კომისიები საუბნო კომისიებს.

კანონპროექტის თანახმად, აგიტაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეკრძალება ყველა სახელმწიფო მოხელეს სამუშაო საათებში ან უფლებამოსილების შესრულებისას. 

აგიტაცია ეკრძალებათ ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს, სახელმწიფო ან რაიონული არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
პრეზიდენტი: საარჩევნო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია

არჩევნების დღეს აგიტაცია აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაცვლად 25 მეტრისა. 100 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება ამომრჩეველთა აღრიცხვა და ხალხის თავშეყრა.

საარჩევნო კომისიები ვეღარ შეასწორებენ ოქმებს დალუქვის, ბეჭდის დასმისა და კომისიის ყველა წევრის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ. ოქმის შესწორებას საუბნო საარჩევნო კომისია შეძლებს მხოლოდ საოლქო კომისიის ნებართვით ხმების დათვლის შესახებ განკარგულების საფუძველზე. 

გაიზარდა ასევე არჩევნების შედეგების დათვლის დრო. ცესკომ საბოლოო შედეგები უნდა გამოაქვეყნოს არჩევნების შემდეგ არა მე-19, არამედ 25-ე დღეს. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, იზრდება საჩივრების განხილვის ვადა საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე.

ადგილობრივი არჩევნები

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული რაიონის თითოეულ საკრებულოში დეპუტატების რაოდენობა. ასევე პარტიული სიებითა და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან დეპუტატების თანაფარდობა.

ცვლილებების თანახმად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოზურგეთის რაიონის საკრებულო იქნება – 45 დეპუტატი, ყველაზე მცირერიცხოვანი კი ყაზბეგის რაიონის საკრებულო – 18 დეპუტატი.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მცდელობა ნომერი ორი: ვენეციის კომისია საარჩევნო სისტემის რეფორმას კიდევ ერთხელ შეაფასებს

ქვეყნის მოსახლეობა, თბილისის გარდა, 63 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს. რაიონებში მაჟორიტარების რაოდენობა დეპუტატების საერთო რაოდენობის ერთი მესამედი იქნება. ამასთან, ადგილობრივ არჩევნებზე ყველა რაიონში, თბილისის გარდა, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 3%, ნაცვლად 4%-ისა, როგორც მოქმედ საარჩევნო კოდექსშია გაწერილი.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, იგი 50 დეპუტატით დაკომპლექტდება, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 25-დან 10-მდე შემცირდება. დანარჩენი 40 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2,5%-ს (მოქმედ კანონმდებლობაში 4%-ია). 

ამასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო ვალდებული იქნება ელექტრონული წესით განახორციელოს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები, კენჭისყრა, ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება.

რა იქნება შემდეგ?

ცვლილებების მიღების პროცესის გასაგრძელებლად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს უნდა დაელოდოს, რათა შეიტანოს სარედაქციო შესწორებები და კვლავ წარადგინოს კანონპროექტი განსახილველად.

დეპუტატების შეფასებით, საქართველოს განახლებული საარჩევნო კოდექსი უკვე ივნისის ბოლოს ექნება – პროექტის სამი მოსმენით დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0