მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ პირველ შვილს ელოდება. ამას მოწმობს ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც მოდელს თავისუფალი სამოსი აცვია და სტილი რადიკალურად აქვს შეცვლილი. ზოგიერთ ფოტოში მოდელის წამოზრდილი მუცელი შესამჩნევია, თუმცა მოდელი ორსულობას როგორც ჩანს, საგულდაგულოდ მალავს.
View this post on Instagram
როგორც ნანუკას ერთ-ერთი ინსტა-ინტერაქტივიდან გაირკვა, წყვილი საცხოვრებლად დაქორწინების შემდეგ ცალკე გადავიდა. ამიტომ ყოველ საღამოს, განსაკუთრებით კი უქმეებზე მათ სახლში ხალხმრავლობაა. ამის ამსახველ კადრებს ნანუკა „ფოლოვერებს“ ყოველთვის უზიარებს. ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.
View this post on Instagram
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. “მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.
View this post on Instagram
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.