ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან ვასაძე
ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
ბიზნესმენი უახლოეს დღეებში ცესკოს შესაბამისი განაცხადით მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე – პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე პროტესტი უკვე 211 დღე გრძელდება. აქციამ რეგიონიდან თბილისში კვირას გადმოინაცვლა. აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც ხელისუფლებას 24 მაისის შუადღემდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დაიმუქრნენ, რომ ქალაქის პარალიზებას მოახდენდნენ. ისინი უკვე შეუდგნენ თავიანთი გეგმის რეალიზებას. ორშაბათს აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით თბილისის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

© Sputnik / STRINGERპროტესტი ნამახვან ჰესის წინააღმდეგ: აქციამ თბილისი მოიცვა
ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
პროტესტი ნამახვან ჰესის წინააღმდეგ: აქციამ თბილისი მოიცვა

ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

ვასაძის თქმით, უახლოეს დროს ის ცესკოს შესაბამისი განაცხადით მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას შეუდგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 25/05/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან რიონის ხეობაში ბრუნდებიან

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად“, – განაცხადა ვასაძემ პრესკონფერენციაზე.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმზე ხალხი გამოთქვამს თავის მოსაზრებას – რომ „ნამახვანჰესი“ კონტრაქტში გაწერილი ამჟამინდელი პირობებით არ უნდა აშენდეს.

„ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა ასევე უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო მოძრაობას ის აფინანსებს.

ვასაძემ გამოუცხადა გულწრფელი მხარდაჭერა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს და აღნიშნა, რომ მათ გამოიჩინეს „ის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ჩვენს მოხელეებს უნდა გამოეჩინათ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0