თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დიდი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის დღეები საქართველოში ადრეც წარმატებით ჩატარდა ორგანიზატორების ენთუზიაზმის წყალობით, ეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას უწყობს ხელს, განუცხადა РИА Новости კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადმა მრჩეველმა, მწერლის შვილთაშვილმა ვლადიმირ ტოლსტოიმ და აღნიშნა, რომ პროექტს მხარს უჭერს.
დიდი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის დღეები საქართველოში 25 მაისს დაიწყო. ღონისძიება დიდი მოაზროვნის საქართველოში სტუმრობის 170 წლისთავს ეძღვნება და სამ დღეს გაგრძელდება.
„ტოლსტოის დღეები საქართველოში რამდენიმე წლის წინ და ძალიან წარმატებით გაიმართა. იქ მართლაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ამას. ამიტომ მე, რა თქმა უნდა, ამას მხარს ვუჭერ, მითუმეტეს რომ იქ მხატვრების გამოფენები და თეატრალური დადგმებიც იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობის მომხრეები ვართ“, - განაცხადა ტოლსტიომ.
პროექტის ინიციატორია საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ მუზეუმ Ясная Поляна-ს და კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადი მრჩევლის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო სააგენტო „Sputnik–საქართველო“.
მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით „ლევ ტოლსტოის დღეები“ ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება – დაგეგმილია როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ შეხვედრები.
ღონისძიება გაიხსნა Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში ვიდეოხიდით თბილისი–მოსკოვი–იასნაია პოლიანა, რომლის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა „ლევ ტოლსტოი: „კავკასია, სიყვარულის ქვეყანა“. მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ლიტერატორებმა.
ვიდეოხიდის სრული ვიდეოჩანაწერი იხილეთ აქ >>
მეორე დღეს, 26 მაისს გაიხსნება სამეცნიერო–პრაქტიკული ონლაინ–კონფერენცია „ლევ ტოლსტოი საქართველოში: ახალი კვლევები და მასალები“ (ონლაინ–ჩართვა პლატფორმიდან Zoom).
დასკვნით დღეს, 27 მაისს დაგეგმილია პროექტის მონაწილეების გამგზავრება სოფელ გორელოვკაში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ლევ ტოლსტოის სახელობის სკოლისა და დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემა. დაგეგმილია ასევე ვიდეოფილმის გადაღება, რომელიც დიდი მწერლის საქართველოში სტუმრობის 170 წლისთავს მიეძღვნება.