როდის მოიხსნება გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება: გამყრელიძის განმარტება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% აცრილი იყოს.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა უქმდება

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 117.354  ადამიანმა გაიკეთა, აქედან 16.864 მოქალაქემ ვაქცინის სრული, ორი დოზა მიიღო.

„დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში 60-70 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება და ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდება. შრომის ინსპექცია ასევე მუშაობს ე.წ. მწვანე კორიდორებზე, რესტორნებში მწვანე სივრცეებზე, სადაც ორჯერადად აცრილი ადამიანი თავისუფლად ყოფნას შეძლებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ჯანმო: არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტურია

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი და ადამიანებისთვის იქიდან მიღებული შემოსავლები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ოქროს შუალედი. ეს შუალედია გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე ძალიან დიდი სიფრთხილით ქვეყნის ეკონომიკის თანდათან გახსნა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან ამ დროისთვის კვლავ ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

ყველა ახალი ამბავი
0