თელავის მერი „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა

© photo: Sputnik„ქართული ოცნების“ ოფისი რუსთაველზე
„ქართული ოცნების“ ოფისი რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
შოთა ნარეკლიშვილი მმართველი პარტიის რაიონულ ორგანიზაციას თელავში 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების გამო დატოვა.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.

ნარეკლიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
საქართველოს საარჩევნო სისტემა: რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია

„მე აღარ ვაპირებ კენჭი ვიყარო მერის თანამდებობაზე. ამიტომ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პროცესი განახორციელოს საკუთარი კანდიდატის ინტერესების გათვალისწინებით. ახალ თავმჯდომარეს კი პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. თუმცა ყრილობა როდის გაიმართება, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.

„ნარეკლიშვილმა პირადი განცხადებით დატოვა თავმჯდომარის პოსტი. მე დღეს დამეკისრა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე ორგანიზაცია ყრილობაზე ახალს აირჩევს“, – განაცხადა კალმახელიძემ.

ნარეკლიშვილი თელავის არჩეული მერია 2017 წლიდან, ხოლო 2018 წლიდან ის „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0