ამნისტიის კანონპროექტი: რომელ ვერსიას დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ერთბაშად ორი კანონპროექტი - ერთი შემუშავებულია უმრავლესობის მიერ, მეორე - ოპოზიციის მიერ.

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ არის ინიცირებული.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
შესვლა-არშესვლა: „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებას 10 დღეში მიიღებს

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტების შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია  ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ამ დროისთვის პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ერთბაშად ორი კანონპროექტი - ერთი უმრავლესობის შემუშავებულია, მეორე - ოპოზიციის მიერ. მმართველი პარტიის და ოპოზიციის დოკუმენტების ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მხარეებს თავად ამნისტიის პროცესის განსხვავებული ხედვა აქვთ.

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრაზე ასევე იყო გატანილი ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მაგრამ პროექტის ეს ალტერნატიული ვერსია ჩავარდა.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ახლახან ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
რა საკითხები განიხილეს კარლ ჰარცელმა და კახა კუჭავამ

გარდა ამისა, ოპოზიცია 20-21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ.

ხოლო იმ პოლიციელების ამნისტიისთვის, რომლებმაც აქციის დაშლის დროს ადამიანებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ოპოზიცია თავად დაზარალებულთა მხრიდან თანხმობის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება იმათაც, ვინც დარბევის დროს წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა თუ დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში მითითებულია, რომ ამნისტია ეხება ყველა სამართალდამრღვევს, ვინც 20-21 ივნისის მოვლენების გამოა მსჯავრდებული. ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში. ამნისტია ასევე არ შეეხება მათ, ვინც დამიზნებით სროლის შესახებ ბრძანება გასცა, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და ადამიანთა ჯანმრთელობას განზრახ ზიანი მიაყენა.

ყველა ახალი ამბავი
0