„თელასი": თბილისის შვიდ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკალაუბანი
კალაუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბერიტაშვილის, აფხაიძის, მთაწმინდელის, ფურცელაძის, ართმელიძის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ჩიქოვანის, ონიაშვილის, ლომონოსოვის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ალასანიას, მარუშიძის, ყუშიტაშვილის, ასათიანის, ბახტრიონის, კოსტავას, ფან.-ციციშვილის და მიხეილ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-III მასივის VII კვარტლის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრვ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0