თბილისი, 23 მაისი – Sputnik. რვა ადამიანი დაიღუპა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად, აცნობა РИА Новости-ს პიემონტის ოლქის სამთო-სამაშველო და სპელეოლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა.
„კაბინაში ათი ადამიანი იმყოფებოდა, ვადასტურებ, რომ მათგან რვა დაიღუპა. ორი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია ტურინის საავადმყოფოში“, - განაცხადა მან.
🔴 #Verbania #23maggio, caduta una cabina della funivia che collega Stresa-Alpino-Mottarone. Risultano persone decedute, il bilancio è provvisorio. Squadre #vigilidelfuoco al lavoro. Sul posto l’elicottero del reparto volo di Varese [13:50 #23maggio] pic.twitter.com/y4SnbDNNjz
— Vigili del Fuoco (@emergenzavvf) May 23, 2021
სააგენტოს აცნობეს, რომ მაშველებმა ავარიის ადგილზე მუშაობა თითქმის დაასრულეს და დაღუპულთა ამოცნობის პროცესი დაიწყეს.
ინციდენტი მოხდა საბაგიროზე, რომელიც ლაგო მაჯორეს ტბის ნაპირზე მდებარე სტრეზას დასახლებულ პუნქტს და თითქმის 1,5 ათასი მეტრის სიმაღლის მონტერონეს მთას აკავშირებს. ფუნიკულიორის ხაზის მოწყვეტა ბოლო პილონის რაიონში, მთის მწვერვალამდე 300 მეტრში მაქსიმალურ სიმაღლეზე მოხდა. ფოტოზე ჩანს, რომ სერიოზულად დაზიანებული ვაგონი ტყის პირას გდია.
როგორც საბაგიროს ვებგვერდზეა აღნიშნული, ფუნიკულიორმა მუშაობა ლოკდაუნის შემდეგ ერთი თვის წინ განაახლა.