„აქ ვრჩებით“: „რიონის ხეობის მცველები“ რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლას გეგმავენ

© Sputnik / STRINGERაქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდი თვეა გრძელდება. მთავრობასთან დიალოგის შედეგად მოხერხდა კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმის მიღწევა, მაგრამ აქტივისტები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დარჩენასა და კარვების გაშლას გეგმავენ. ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა.

ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გოლეთიანი: მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის პარალიზება მოხდება

დღეს თბილისის ცენტრში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე 209-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და მომზადების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას მისცეს დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მოთხოვნების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისის პარალიზებას გეგმავენ.

გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მოედანზე კარვებს გაშლიან და 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით, მეგობრებო, ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
 „ნამახვანჰესის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კონტრაქტორი კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას არამარტო ნათია თურნავას, არამედ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციას, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

ასევე, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0