ID-ბარათი უფასოდ: საქართველოს მოქალაქეთა რომელი კატეგორია ისარგებლებს აქციით

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryan ID ბარათი
 ID ბარათი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები ID-ბარათის უფასოდ მიღებას უცხოეთში მდებარე დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში შეძლებენ.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 24 მაისიდან ID-ბარათის და ბიომეტრიული პასპორტის აღებისას იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წინადადებით ისარგებლებენ.

24 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მოქალაქეები რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში ID-ბარათის აღებას უფასოდ შეძლებენ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის - 50%-იანი ფასდაკლებით.

ელექტრონული ID-ბარათები უფასოდ გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ერთ-ერთ შემდეგ პირობას აკმაყოფილებენ:

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
საქართველოს პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა
  • არასდროს არ ჰქონიათ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა);
  • აქვთ ძველი ნიმუშის პირადობის მოწმობა (თუნდაც მოქმედი);
  • მათ სახელზე გაცემული ელექტრონული ID-ბარათი ვადაგასულია ან მისი მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე იწურება.

ბიომეტრიულ პასპორტს 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთ შემდეგ პირობას აკმაყოფილებს:

  • არასდროს არ ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • აქვს არაბიომეტრიული პასპორტი (თუნდაც მოქმედი);
  • მის სახელზე გაცემული ელექტრონული ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან მისი მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე იწურება.
ყველა ახალი ამბავი
0