საბერძნეთის ტყეებში მესამე დღეა ძლიერ ხანძარს ებრძვიან

© REUTERS / Giorgos Moutafisტყის ხანძარი საბერძნეთში
ტყის ხანძარი საბერძნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
ოთხშაბათ საღამოს დაწყებულმა ხანძარმა უკვე 5,5 ჰექტარი ტყე გაანადგურა. კვამლმა ათენამდე მიაღწია, ასობით ადგილობრივი მოსახლე ევაკუირებულია.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ათენის დასავლეთით მესამე დღეა ვერ ხერხდება ტყის ძლიერი ხანძრის ჩაქრობა, საბერძნეთის სახანძრო სამსახური აალების მრავალრიცხოვან კერებზე საუბრობს. ამის შესახებ წერს РИА Новости.

ხანძარი დაიწყო 19 მაისს ქალაქ ლუტრაქის მახლობლად მდებარე სქინოსის დასახლებასთან. ხანძრის მიზეზი გახდა ტოტების დაწვა ზეთისხილის ხეების კორომში, თანაც მშრალ და ქარიან ამინდში. ერთ დღე-ღამეში 2 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემებით, 21 მაისისთვის უკვე 5,5 ჰექტარი ტყე დაიწვა. კვამლმა ათენამდე მიაღწია, ასობით ადგილობრივი მოსახლე ევაკუირებულია.

ამ დროისთვის ხანძარს ებრძვის 300-მდე მეხანძრე და ავიაცია.

„ოთხშაბათ საღამოს დაწყებული ხანძარი აქტიური წვის მრავალრიცხოვანი გაფანტული კერებით გრძელდება. საერთო ჯამში ჩართულია 278 მეხანძრე, 89 ავტომობილი, 10 ქვეითი ჯგუფი, სახანძრო ოპერაციების სპეციალური მექანიზებული ნაწილი, მობილური ოპერატიული ცენტრი, რვა თვითმფრინავი Canadair, რვა თვითმფრინავი PZL, ორი ვერტმფრენი. კიდევ ორი ვერტმფრენი მოქმედებების კოორდინაციას ახორციელებს“, - განაცხადა სახანძრო სამსახურმა შაბათ დილით.

ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ასევე ბერძნული არმიის ორი ვერტმფრენი, წყალმზიდები და ადგილობრივი თვითმმართველობის ტექნიკა.

ყველა ახალი ამბავი
0