ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ ინდოელი სულიერი მასწავლებლის და ფილოსოფოსის ოშოს მოსწავლე იყო და ინდოეთში ყოფნისას მედიტაციურ ტრანსს, მათ შორის ტანტრულ სექსის ტექნიკას დაეუფლა.
როგორც ასტროლოგმა ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „ყვითელ ყუთში“ გაიხსენა, ეს პერიოდი მისთვის დაუვიწყარია, ხოლო რაც შეეხება ტანტრულ სექსს, ეს ითხოვს ტრანსულ მედიტაციაში ჩავარდნას და ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი მედიტაცია, რომელიც საქართველოში ალბათ ცოტამ იცის, თუმცა ინდოეთში ეს შინაგანი ენერგიის ტრანსფორმაციისთვის და სამკურნალოდაა.
ასტროლოგის თქმით, ამ პროცესისთვის არსებობს ქალების ჯგუფი, რადგან პროცესი წყვილს შორის მიმდინარეობს და პარტნიორს ირჩევ ენერგეტიკულად. „ქალის მარცხენა მკერდის არეში ხელს ადებ და გრძნობ პულსაციას, თუ პულსაცია ერთნაირი და თანაბარი გაქვთ, ეს შენი პარტნიორია. პირველად ეს რომ მითხრეს, არ დავიჯერე, შეიძლება ბევრი იყოს ასეთი–მეთქი, არაო. ვიპოვე ერთ-ერთი, რომელიც ზუსტად ჩემსავით ძგერდა“, – იხსენებს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელის თქმით, ამის შემდეგ ქალის მისია არის მხოლოდ მამაკაცის მოფერება, თუმცა მამაკაცს უკან უდგას ოსტატი გრძელი ჯოხით. „ქალი გეფერება, იმან აღგზნება უნდა გამოიწვიოს შენში და ამ დროს შენ უნდა აკონტროლო ტვინი, რომ აღგზნებას არ გაექცეს. ის აღგზნების ენერგია შენი ტვინის ენერგიით უნდა ამოიტანო ზედა ჩაკრაში, ზედა ენერგეტიკულ ცენტრში, რომელიც ხერხემალში გადის და ის ჯოხიანი იმისთვის დგას, რომ როგორც კი შენი გონება გადადის სხვაზე, ან ქალზე, ან სხვა აზრზე, მომენტალურად ოდნავ ჯოხით წაგარტყამს და გეუბნება, რომ დაბრუნდე საწყის ეტაპზე“, – აცხადებს ასტროლოგი.
მისი თქმით, როდესაც გადაადგილები ზედა ჩაკრაში, სხვა დონეზე გადადიხარ, ეს ქალი საერთოდ აღარ გახსოვს და ეს დონე არის ფაქტობრივად ორგაზმი ქალის გარეშე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი საათი, ერთი საათი ან ნახევარი დღე. „ის ორგაზმი, რაც ვიცით ქალთან, წამები, შეგიძლია გაიგრძელო ნახევარი დღე“, – ამბობს ასტროლოგი.