შიდსი საქართველოში

გამოწერა
სტატისტიკის მიხედვით, საქართველო აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

საქართველო, სხვა ათეულობით ქვეყნის მსგავსად, მაისის მესამე კვირაში შიდსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით მკითხველი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს, თუ რა ვითარებაა აივ-ინფიცირების კუთხით საქართველოში.

2021 წლის 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 8.765 აივ-ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ინფიცირების პირველი ფაქტი 1989 წელს დაფიქსირდა.

შიდსი, რომელმაც ამ დროისთვის 33 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავინდებურად ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პრობლემაა. თუმცა, თანამედროვე მიდგომის წყალობით აივ-ინფექცია გადავიდა თერაპიას დაქვემდებარებული ქრონიკული დაავადებების კატეგორიაში, რაც აივ-ინფიცირებულებს შესაძლებლობას აძლევს დიდხანს დატკბნენ სიცოცხლით.

 

ყველა ახალი ამბავი
0