საქართველოში დოლარის კურსი ეცემა – ფინანსთა მინისტრის მოლოდინები

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესების პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა, რაც ლარის კურსზეც აისახა, მიაჩნია მინისტრს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ტურისტული სექტორის აღდგენისა და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარების პოზიტიური მოლოდინები ეროვნულ ვალუტაზეც აისახა, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ ლარის კურსმა დოლარის მიმართ მაისში გამყარება დაიწყო – ერთ თვეში ეროვნული ვალუტა 4,2%-ით გამყარდა და კურსმა 3,3056 GEL/$ შეადგინა.

„ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია მოლოდინებთან, რომლებიც არსებობს როგორც ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და ქვეყნის გახსნასთან დაკავშირებით, ისე ტურიზმის სექტორის და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებით“, – განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს გაუჩნდა პოზიტიური მოლოდინები ყველა ფაქტორის მიმართ, რაც ლარის კურსზე მომავალშიც აისახება.

„პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა უშუალოდ პანდემიის მიმდინარეობასთან, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან, ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილისა და მაისის თვეში სახეზე გვაქვს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, თავის მხრივ, ლარის მომავალი გამყარების პროგნოზი გააკეთა.

„თუ ჩვენ ისეთი ეპიდვითარება გვექნება, რომ შევძლებთ საზღვრების გახსნას და ტურისტების შემოშვებას, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლებელი გახდება ვაქცინაციიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ლართან დაკავშირებით კიდევ უფრო დადებითი ტენდენციები გვქონდეს“, – აღნიშნა კაკაურიძემ. 

ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა

რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნის გამო მომატებულ ფასებს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინფლაციაზე კონტროლი ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

„ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებისკენ წავა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით კი, სხვა თანაბარ პირობებში 2021 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია საშუალოდ 6,5% იქნება 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის შემთხვევაში.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულზე ჩამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0