საქართველოში 22 მაისიდან ამინდი გაუარესდება

© AP Photo / Alberto Pezzaliწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად –10-15 გრადუსით დაიკლებს.

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საქართველოში 22 და 23 მაისს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან სეტყვა, მაღალ მთაში – თოვლი და დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 2–3 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0