საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Costis Nantamis  / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა.  ბრალდებულები ძვირადღირებულ ტექნიკას, საიუველირო ნაკეთობებს, საათებს იპარავდნენ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საბერძნეთში, ატიკის რეგიონში სახლების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ექვსი მოქალაქე, მათ შორის ორი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი 190 ათას ევროს აჭარბებს.

კორონავირუსი საბეძნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
კორონავირუსის ტესტის ყალბი პასუხები: საბერძნეთში ქართველები დააკავეს

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით საიუველირო ნაკეთობები, საათები, ბრენდირებული ტყავის ნაწარმი, ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), თანხა, ავტომობილები და სხვ.

საბერძნეთის სამართალდამცველმა უწყებამ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნაჩვენებია მძარცველების ფოტოები და ასევე ნაქურდალი ნივთები. ორგანიზებული დაჯგუფების შესახებ გამოძიება გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა დიდი ნაწილი თელავიდანაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში ამ დროისათვის  საბერძნეთში დაკავებული ქართველების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

ყველა ახალი ამბავი
0