რა მოხდება, თუ ცივილიზაცია განადგურდება? – შემეცნებითი ვიდეო

გამოწერა
თქვენ რომ დროში მოგზაური იყოთ, აუცილებლად მოგინდებოდათ გენახათ, რა მოხდებოდა ჩვენს პლანეტაზე, ვთქვათ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

ჩვენი ცივილიზაცია სხვადასხვა საფრთხეების წინაშეა – ტყის ხანძრები, მიწისძვრები, წყალდიდობები და ქარიშხლები.

ამ მომენტისთვის ჩვენ ასევე ვებრძვით პანდემიას, რომელიც ზოგ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.

ეს იმდენად სერიოზული საფრთხეებია, რომ ზოგიერთი მეცნიერი შიშობს – ცივილიზაცია შესაძლოა გაქრეს. ეს ნამდვილად შემაძრწუნებლად ჟღერს, თუმცა, შესაძლოა, ცივილიზაცია მართლაც კატასტროფის პირას დგას?

რა მოხდება მომავალში, რა დროში შეიძლება განიცადოს მსოფლიომ მსგავსი კატასტროფა, გვემუქრება თუ არა მასობრივი გადაშენება? რა კავშირი აქვს კლიმატის ცვლილებას ბიომრავალფეროვნებასთან და გაუარესდება თუ არა ჰაერის ხარისხი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად?

ყველა ახალი ამბავი
0