Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ლენო, მა, ლევანი დაიბადა...“ – გიორგი გვარჯალაძეს მეოთხე შვილი შეეძინა

© Photo: George Gvarjaladze / FBგიორგი გვარჯალაძე
გიორგი გვარჯალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
ტრაგიკულად გარდაცვლილი ლენო გვარჯალაძის მამა, „ლენო სტუდიის“ დამფუძნებელი გიორგი გვარჯალაძე მეოთხე შვილის დაბადებაზე წერს.

ცნობილ ხმის რეჟისორს, „ლენო სტუდიის“ დამფუძნებელს გიორგი გვარჯალაძეს ახლახან მეოთხე შვილი შეეძინა. მას მუსიკოსმა ლევანი დაარქვა. ახლახან გიორგიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მისი ქალიშვილი ლენო მის მესამე მეუღლესთან მარიკო მიქელაძესთან ერთად არის გადაღებული.

როგორც გიორგი წერს, „ახალშობილმა ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა“ და უხარია, რომ მისი მეუღლის მარიკოს შეყვარება ლენომაც მოასწრო.

გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვან ლულუ კახიანის ქალიშვილი ლენო ორი წლის წინ გარდაიცვალა. გიორგისა და ლულუს კიდევ ერთი გოგონა, ნინი ჰყავთ. გიორგის ასევე ჰყავს გოგონა ქეთი პირველი ქორწინებიდან. ამჟამად კი მესამე ქორწინებაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0