საქართველოში ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებელი საწარმოების რეგისტრაცია გადავადდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიბატარეა
ბატარეა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
რეგისტრაციის შემდეგ თითოეული საწარმო ვალდებული იქნება წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ბატარეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარადგინოს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ერთი წლით გადაავადა ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებელი საწარმოების აუცილებელი რეგისტრაცია, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. 

სასურსათო მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2020
დავითაშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის გამო სურსათი არ გაძვირდება

ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ყველა მწარმოებელი ვალდებული იყო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაცია 2021 წლის 1 ივნისამდე გაევლო.

საქართველოს მთავრობამ რეგისტრაციის ვადა 2022 წლის 1 ივლისამდე გადაავადა.

ელექტრონული რეესტრის შექმნა სავალდებულო გახდა საქართველოში ბატარეებისა და აკუმულატორების ბრუნვის კონტროლისთვის. რეგისტრაციის  შემდეგ თითოეულმა საწარმომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზრისთვის მიწოდებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის შესახებ.

გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი საწარმოს ავალდებულებს შექმნას ბატარეების უტილიზაციის საწარმო.

ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის მაისში დამტკიცდა და ძალაში სრულად 2027 წლის იანვარში შევა. ამის შემდეგ თავად ბატარეებისა და აკუმულატორების და ყველა ნარჩენის უტილიზაციაზე პასუხისმგებლობა კომპანიებს დაეკისრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0