ემოციური ძაღლი პატრონის მდინარეში შესვლას განიცდის - სახალისო ვიდეო

გამოწერა
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

ზემზრუნველი ძაღლი ძალიან შეშინდა, როდესაც მისი მეგობარი წყალში ჩახტა, ძაღლის რეაქცია ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.

კადრებში ჩანს, როგორ დგას მამაკაცი მდინარის ნაპირზე და თოკის საშუალებით წყალში ხტება. ამ ყველაფერს უყურებს ორი ძაღლი - შავი და თეთრი. როდესაც მათი პატრონი მდინარეში ხტება, შავი ძაღლი პანიკაში ვარდება, იწყებს ნაპირზე სირბილს და ხმამაღლა წკმუტუნს. საბოლოოდ ძაღლი ვერ მშვიდდება, სანამ წყალში არ ჩადის მამაკაცის გადასარჩენად. ის ცურვის დროსაც განაგრძობს წკმუტუნს და პატრონის უსაფრთხოებაზე ნერვიულობას. ვიდეოს მთავარი გმირი მხოლოდ მას შემდეგ მშვიდდება, როდესაც პატრონთან მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0