საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ ექვსი სექცია ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები გზაზე
ავტომობილები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის კონტროლის სექციების განთავსება ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას ემსახურება.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. დღეიდან კახეთის რეგიონში – თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთში ავტოავარიას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა>>

აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით დამონტაჟდა.

კონტროლის სექციები განთავსდა შემდეგ ადგილებზე:

  1. ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  2. ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  3. ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  4. ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) ყვარელი-მუკუზნის საავტომობილო გზის მე–6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  5. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის მე–2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  6. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის მე–2 კილომეტრიდან თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

უწყების ცნობით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოში უკვე 1.269 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიას 94 ადამიანი ემსხვერპლა

შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით 1.247 ავარია დაფიქსირდა, აქედან შემთხვევების 43% თბილისზე მოდის. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

ყველა ახალი ამბავი
0