„ვამაყობთ თქვენით“: პრემიერი მეთორმეტეკლასელებს სწავლის დასრულებას ულოცავს

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ წელს მიზანშეწონილად არ მიიჩნია ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სწავლის დასრულებას ულოცავს და ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას წარმატებებს უსურვებს.

სკოლის მოსწავლე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ბანკეტები და ექსკურსიები ნებადართული იქნება? განათლების სამინისტროს განმარტება

საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა. საქართველოს მასშტაბით წელს სკოლას 38 650 მოსწავლე დაამთავრებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ახალგაზრდებს ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობა გარანტირებული ჰქონდეთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ენერგიას მომავალშიც სწავლას და განვითარებას მოახმართ და საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით სხვადასხვა სფეროდან ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე“, – წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილი მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ჩხენკელი მეთორმეტეკლასელებს: ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაცია დაუგზავნა, რომლის თანახმად, შესაძლებელია ე.წ. ბოლო ზარის ორგანიზება, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, რაც სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვითა და ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0