რას ვჭამთ: საქართველომ თურქეთს ათობით ტონა დაინფიცირებული ხილ-ბოსტნეული დაუბრუნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე
„სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
საქართველოში უნდა შემოეტანათ 26 800 კილოგრამი კარტოფილი და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე ათობით ტონა ხილი და ბოსტნეული ამოიღო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სააღდგომო კვერცხები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
რას ვჭამთ: ქართულ ბაზრებზე კვერცხის ხარისხს ამოწმებენ

უხარისხო საქონელი „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. ქვეყანაში უნდა შემოსულიყო თურქეთის ორი სატვირთო ავტომობილი, რომელიც იყო დატვირთული 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით.

ფიტოსანიტარული შემოწმებისას პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებშიმავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი თურქეთში გააბრუნეს.

ყველა ახალი ამბავი
0