მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების  რეგისტრაციასთან დაკავშირებულ  პრობლემებზე ისაუბრა

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ზონალურ-საათობრივი პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან  სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ.
მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა
„ბინის მესაკუთრეს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას უფასო სარგებლობის მიზნით უნდა არეგისტრირებდეს სისტემაში, აქვს გარკვეული პრობლემები: საქართველოში არ იმყოფება, ან იმყოფება მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს სერვის-ცენტრში მისვლას, ასევე არის შემთხვევები, როდესაც  საცხოვრებელი ფართი ჯერ კიდევ გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული და მისი მემკვიდრეები ვერ ახერხებენ სატრანსპორტო საშუალებების რეგიტრაციას,  ჩვენ ამ მიმართულები ვიმუშავეთ და ისევ მივეცით მათ რეგისტრაციის შესაძლებლობა“- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ამ დროისათვის თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოქმედებს. პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის).

ყველა ახალი ამბავი
0