გაფიცვა ბორჯომში: მუშების და ხელმძღვანელობის პოზიციების დაახლოება დეპუტატმა შეძლო

© Sputnik / Anna Anastasiadiგაფიცვა ბორჯომში
გაფიცვა ბორჯომში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
როგორც დეპუტატმა განაცხადა, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ანაზღაურებასთან დაკავშირებით თითქმის დაკმაყოფილებულია.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კომპანია „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებში პროგრესი გაჩნდა, განაცხადა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა.

გუშინ, 18 მაისს ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მაჟორიტარი დეპუტატი კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ობოლაშვილმა  განაცხადა, საწარმო მზად არის, აქციის მონაწილეების მოთხოვნები განიხილოს.

გაფიცვა კომპანია „ბორჯომში“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
კომპანია „ბორჯომი“ ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს

დეპუტატის თქმით,  კომპანიის სურვილია, პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს.

„ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, ფაქტობრივად განხილულია და პოზიციები დაახლოებულია. ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, მათივე გათვლებით დაახლოებულია, ანუ თითქმის დაკმაყოფილებულია. დარჩა მხოლოდ შეხვედრის ეტაპი, რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება და აისახოს ხელშეკრულებებზე“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

გაფიცული თანამშრომლებისა და კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობის შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა.

თავად მუშები ჯერჯერობით კომპრომისისთვის მზად არ არიან. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმის გამო ჩაიშალა, რომ ქარხნების ხელმძღვანელობას მათზე პროფკავშირების წარმომადგენლების დასწრება არ სურდათ. ხუთშაბათს დილით ქარხნების მუშები მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

დღეს კომპანიამ ორივე ქარხნის მუშაობა დროებით შეაჩერა. მათი განცხადებით, ქარხნების მუშაობა „აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით“ შეაჩერეს.

„ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0