დაუმთავრებელი მშენებლობები: თბილისის მერიაში განაცხადების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
თბილისში დაახლოებით 180 დაუმთავრებელი ობიექტია და ეს დედაქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით მოქალაქეები თბილისის მერიაში განაცხადის შეტანას 1 სექტემბრამდე შეძლებენ. განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

2019 წელს შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2020
ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობა იწყება

„როგორც იცით, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ვადა გავაგრძელოთ და პირველ სექტემბრამდე მივცეთ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადები შემოიტანონ. დედაქალაქის მერია მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგება“, - განაცხადა კალაძემ.

მერიაში განმარტავენ, რომ დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული (დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა).

თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0