ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობა იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობები თბილისში
მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამ წელში დასრულდება და 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ეს უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობაც 13 წლის წინ შეჩერდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს კომპანია „m2 ჯგუფი“ დაასრულებს. თბილისის მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„ოლიმპიურ ვარსკვლავს" კომპანია m2 დაასრულებს: ვინ მიიღებს პირველ რიგში ბინებს

მშენებლობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე „m2 ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„პროექტს ახორციელებდა „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და რიგი მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა. როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, მაშინვე ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი იყო, რომ ქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები იქნებოდა დასრულებული“, – აღნიშნა კალაძემ.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს.

პროექტი მთლიანად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.

დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს – ვიდეო

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შემცირდა.

თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. 2019 წელს შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0