საქართველოში ლევ ტოლსტოის დღეები გაიმართება

© photo: Sputnik / Александр Красавин / გადასვლა მედიაბანკშილევ ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ღონისძიება დიდი მწერლის საქართველოში სტუმრობის 170 წლისთავს მიეძღვნება. პროექტის ფარგლებში გაიმართება ვიდეოხიდი, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია და სხვ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. დიდი რუსი მოაზროვნის, მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი მწერლის ლევ ტოლსტოის დღეები საქართველოში 25–27 მაისს გაიმართება.

ლევ ტოლსტოი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2018
რას გვაიძულებს სიყვარული და სად იმალება ადამიანის ხსნის საიდუმლო

პროექტის ინიციატორია საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ მუზეუმ Ясная Поляна-ს და კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადი მრჩევლის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო სააგენტო „Sputnik–საქართველო“.

კორონავირუსის პანდემიის გამო „რუსკი კლუბი“ ღონისძიებას ონლაინ–ფორმატში გამართავს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ლევ ტოლსტოის დღეების განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ ეს რუსულ–ქართული შემოქმედებითი დიალოგის ცოცხალი განსახიერება გახდება.

  • „Sputnik–საქართველოს“ მხარდაჭერით 25 მაისს გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი–Ясная Поляна, რომლის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა „ლევ ტოლსტოი: „კავკასია, სიყვარულის ქვეყანა“. მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ლიტერატორები.

მეორე დღეს, 26 მაისს გაიხსნება სამეცნიერო–პრაქტიკული ონლაინ–კონფერენცია „ლევ ტოლსტოი საქართველოში: ახალი კვლევები და მასალები“ (ონლაინ–ჩართვა პლატფორმიდან Zoom).

„მათ კვალი დატოვეს ქართულ ლიტერატურაში“ – ახალი წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“>>

დასკვნით დღეს, 27 მაისს დაგეგმილია პროექტის მონაწილეების გამგზავრება სოფელ გორელოვკაში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ლევ ტოლსტოის სახელობის სკოლისა და დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემა. დაგეგმილია ასევე ვიდეოფილმის გადაღება, რომელიც დიდი მწერლის საქართველოში სტუმრობის 170 წლისთავს მიეძღვნება.

ყველა ახალი ამბავი
0