პეკინზე, საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.

ხანძარი პეკინის №47-ში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

ადგილზე 10 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს მოგვიანებით გამოძიება დაადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0