მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვართ, ღირსეული მერობის კანდიდატი გვეყოლება

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე და მმართველი გუნდის შესაძლო კანდიდატებზე საუბრობს.
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებულები ვართ, ღირსეული მერობის კანდიდატი გვეყოლება
„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული. მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე დეტალურად გავიარეთ, იყო ის გეგმა, რაც "ქართულ ოცნებას" სჭირდება წინასაარჩევნო კამპანიისთვის მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, თუ რა წესებით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლებისა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღირსეული კანდიდატები გვეყოლება. როდესაც ამის დრო მოვა, მოხდება როგორც დედაქალაქის მერის კანდიდატის, ასევე სხვა მერების კანდიდატურების დასახელება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, დედაქალაქის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე იბრძოლებს თუ არა ხელმეორედ თბილისის მერობისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0