საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი თანხების განკარგვისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ბოლო დროს დაფიქსირებულ ფინანსურ თაღლითობებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ.

„გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებებში მითითებული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა სახის თაღლითობის განხორციელების რისკი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.
კიბერ–დანაშაული - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2020
ეროვნული ბანკი მოსახლეობას ონლაინ-ოპერაციების შესრულებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების განკარგვისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის შეთავაზება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებიდან მოდის.

„ნებისმიერი შეთავაზების შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს შეთავაზება ლეგიტიმურია და თაღლითობის ნიშნებს არ შეიცავს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მარეგულირებელი სთხოვს მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის „ცხელ ხაზს" – 2 406 406.

ყველა ახალი ამბავი
0