„ბორჯომის“ ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

სამუშაო პროცესი დილიდან შეჩერებულია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირა. ისინი ხელფასების მატებასთან ერთად სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ. 

საპატრულო პოლიცია ავტობანზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

შეკრებილთა თქმით, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები 21 დღე მიმდინარეობდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, კომპანიას მუშახელი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავს, რათა გაფიცულების ნაცვლად ქარხანაში ისინი დაასაქმოს. გაფიცულებმა გააფრთხილეს ადმინისტრაცია, რომ აღნიშნული ფაქტი დაპირისპირებას გამოიწვევს.

„საუბარია იმაზე, რომ ღირსეული სამუშაო პირობები იყოს. საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს დამატებით მუშახელის აყვანა. არის ისეთი ობიექტები, სადაც მუშახელის ნაკლებობაა, შესაბამისად, გვიწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, რომელსაც არ გვინაზღაურებენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკატერინე ნონიაშვილმა.

„ბორჯომი" — საშუალო მინერალიზაციის, სუფრის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატული, სამკურნალო მინერალური წყალია. წყაროები ბორჯომის ხეობაში მდებარეობს და იქ ხდება მათი ჩამოსხმაც.

მინერალურ წყალს საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მისი ძირითადი იმპორტიორი რუსეთია.

ყველა ახალი ამბავი
0