რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სამკილომეტრიანი ზოლი დაიხაზა

© photo: press-service Tbilisi City Hall ავტობუსის ზოლი
ავტობუსის ზოლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
მერიის განცხადებით, ავტობუსებისთვის განკუთვნილი ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების მიზნით იხაზება.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სამკილომეტრიანი ზოლი დაიხაზა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი დაიხაზა და წლის ბოლომდე ის 60 კილომეტრამდე გაიზრდება, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
კალაძე: ჭავჭავაძის გამზირი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს  ქუჩები

ამ დროისათვის ავტობუსის ზოლები დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ასევე ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე.

მერიის ცნობით, სამომავლოდ ავტობუსის ზოლების დახაზვა იგეგმება აგრეთვე პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, კოტე აფხაზის, ჰოლბრუკის, ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის, ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილ მეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად), ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გეგმა დამუშავების პროცესშია და, შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0