ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს იუბილარი იყო. მან დაბადების დღეზე ახლობლებისა თუ უცნობი ადამიანებისგან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო. „დილის შოუს“ პირდაპირ ეთერში ნიკას მეგობრებმა ლეკვიც კი აჩუქეს.
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამორჩევა. საკუთარ ხელმომწერებს ის უფრო მეტად კონცერტებისა და პროფესიული სიახლეების შესახებ უზიარებს ინფორმაციას. თუმცა დედის გარდაცვალების შემდეგ მან არაერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ემოციებზე საუბრობდა. „მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა, გარდა იმისა, რომ ძალიან მენატრება… ალბათ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ ჩვენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიყავით ორნი – მე და დედა, დედა და მე…“ – წერდა ნიკა.
დაბადების დღის შემდეგ კი ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დედის საფლავზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „დატვირთული რეჟიმის გამო გუშინ ვერ შევძელი და დღეს კი მოვაკითხე დედას... ვისი ბრალიცაა სულ, სულ ყველაფერი, ჩემს თავს რაც ხდება“, – დაწერა კომპოზიტორმა.
ნიკოლოზ რაჭველს დედა 2014 წელს გარდაეცვალა. ერთადერთი ოჯახის წევრის გარდაცვალებას მუსიკოსი განსაკუთრებით განიცდის.