მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ავტოფარეხი დაანგრია

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოფარეხები
ავტოფარეხები - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ავტოფარეხები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იყო აშენებული

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება გრძელდება

უწყებამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო. შედეგად დადგინდა, რომ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მოქალაქეების  მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.

მათი დემონტაჟი მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად მოახდინა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0