მოქალაქეთა რეგისტრაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის მეორე დოზაზე მიმდინარე კვირაში დაიწყება

© Sputnik / Goga Vardzieliმოქალაქეთა ვაქცინაცია
მოქალაქეთა ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღმოფხვრის ყველა ტექნიკურ პრობლემას პლატფორმაზე და ონლაინ-რეგისტრაციის სისტემა დაიხვეწება, რათა ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციას 20-21 მაისს შეძლებენ, განაცხადა ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

მისი თქმით, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაუჭირდა რეგისტრაცია ჩინური ვაქცინის მეორე დოზაზე პლატფორმაზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამო, მაგრამ ახლა პრობლემა უკვე აღმოიფხვრა.

ის მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინის გაკეთებას 21-ე დღეს ვერ შეძლებენ, დარეგისტრირებას და აცრის ჩატარებას 28-დღიანი შუალედის ამოწურვამდე შეძლებენ.

„ივნისში 800 ათასი ადამიანი ალბათ შეეცდება დარეგისტრირებას, ეს ტექნიკური ხარვეზი კი არ განმეორდება. სამომავლოდ სისტემა დაიხვეწება და გაცილებით მეტი მომხმარებლის მიღებას შეძლებს", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსზე აცრა 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებოდა სამედიცინო პერსონალი, მაგრამ პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ახლა უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს მოიცავს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით 90 ათასმა ადამიანმა გაიკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0