Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძემ საიდუმლოს ფარდა ახადა – რა სქესი უწერია ვარსკვლავს დაბადების მოწმობაში?

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
„ყველაზე ხშირად დასმული კითხვა“ – ამ წარწერით გამოქვეყნებული ფოტო კესარიას გვერდზე გამორჩეულად რეიტინგული აღმოჩნდა. ერთი შეხედვით უწყინარი საბუთი, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალით. კესარია აბრამიძემ ცხოვრების დიდ საიდუმლოს ფარდა ახადა.

დაბადების მოწმობის დამადასტურებელმა დოკუმენტმა კესარიას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ტრანსგენდერ ქალად წოდებულ ფოტომოდელს ახლა ოფიციალურ საბუთებში სქესი „მდედრობითი“ აქვს მითითებული. უამრავი წლის მანძილზე უმშვენიერესმა ტელესახემ იბრძოლა საკუთარი იდენტობისა და სხვების უფლებების დასაცავად. საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ტრანსგენდერ ქალებზე საჯაროდ ისაუბრა, განიხილა მათი პრობლემები და თამამი ნაბიჯები გადადგა.

ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად ცოტა ხნის წინ აღიარეს, რადგან თავად ოთხი წლის წინ აიღო მსგავსი საბუთი და იცნობს ადამიანებს, ვისაც უფრო ადრეც აქვთ აღებული დოკუმენტი.

ბევრ ტრანსს აქვს მის ირგვლივ შეცვლილი პასპორტი და ახლა რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი, ვერ ხვდება. კესარია ამბობს, რომ მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა. როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება, შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება, ამბობს ის.

კესარიას გარშემო ჭორ-მართალი არ წყდება. ამიტომ მან მორიგი სკანდალური ნაბიჯი გადადგა და საიდუმლოს ფარდა ახადა. ცნობილმა ფოტომოდელმა დაბადების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობით მის გულშემატკივრებსა თუ მტრებს ამშვიდებს. „ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, დაწყნარდით“ – ეს წარწერა დაურთო აბრამიძემ დაბადების მოწმობას.

ყველა ახალი ამბავი
0