თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
გადაწყვეტილება დღეიდან შევა ძალაში.
აქამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებდა.
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ქვეყანაში ექვს თვეზე მეტია მოქმედებს. „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება.